Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად ქორიძე


31 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად ქორიძე, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა შეწყალების პროცედურაზე და განმარტა, რომ ეს არ არის მექანიკური, სტანდარტიზებული საქმე და თითოეული პატიმრის თხოვნა ინდივიდუალურად განიხილება. კომისია რიგ შემთხვევაში ამოწმებს ინფორმაციის ნამდვილობას და სასამართლო ოქმებსაც ეცნობა, ხვდება პატიმრის ახლობლებს და ა.შ.. არსებობს შეწყალების კომისიის დებულება, რომელიც 2014 წლის 27 მარტს დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტმა და რომელშიც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეწყალების პროცედურის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მათ შორის იყო ის, რომ კომისიის მიერ შეწყალების თხოვნის განხილვისთვის არ არის საჭირო პატიმარს ბრალი აღიარებული ჰქონდეს. ზვიად ქორიძე შეეხო აგრეთვე იმ მცდარ მოლოდინს შეწყალების კომისიის მიმართ, რომ შეწყალების მექანიზმი გამოყენებული იყოს სამართლიანობის აღსადგენად. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე შეწყალების კომისიასთან პოლიტიკოსთა ურთიერთობის დასაშვებ და დაუშვებელ ფორმებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG