Accessibility links

18 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ლომჯარია, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დაგეგმილ "კარდაკარის" პროცესზე, რომელიც 20 აპრილიდან იწყება. თავად ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” არ არის კომისიის წევრი, თუმცა, აქტიურად მონაწილეობს კომისიის მუშაობის მონიტორინგში და დააკვირდება "კარდაკარის" მიმდინარეობასაც. ნინო ლომჯარიამ ილაპარაკა იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც მისი ორგანიზაციის მიერ ორიოდე თვის წინ გამოქვეყნებულმა ”ამომრჩეველთა სიის აუდიტმა” გამოაჩინა.

XS
SM
MD
LG