Accessibility links

logo-print

ანა დოლიძე: სამხედრო ნაწილებში სხვა აღმსარებლობის ჯარისკაცებისათვის სალოცავ ოთახებს შევქმნით


ანა დოლიძე

ანა დოლიძე

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ნაწილების მეთაურებს დაავალა, შექმნან სალოცავი ოთახები, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს, მიუხედავად მათი რწმენისა და აღმსარებლობისა, საშუალება ექნებათ, უფრო მეტად კომფორტულ და ტოლერანტულ გარემოში იმსახურონ. ამჟამად საქართველოს ჯარში, მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, ძირითადად მსახურობენ მუსლიმანები, გრიგორიანელები და იუდეველები, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას არმიაში ამ რელიგიის წარმომადგენელ კაპელანთა ინსტიტუტის შექმნის შესახებ. შეიარაღებულ ძალებში აღმსარებლობათა თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხზე კობა ლიკლიკაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძეს, დაუკავშირდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG