Accessibility links

მარგველაშვილი: მიღებული ინსტრუმენტები აჩქარებს პროცესს მაპის მიღებიდან გაწევრიანებამდე


საქართველოს დელეგაციისათვის ნატოს სამიტი 9 ივლისს შუადღისთვის დასრულდა. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები სამიტის კულუარებიდან ადევნებდნენ თვალს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მთავრობის მეთაურთა სამიტს, რომელსაც უნდა მიეღო დასკვნითი დეკლარაცია. დასკვნითი ტექსტის მოლოდინში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია გადაიდო. თუმცა, მანამდე გიორგი მარგველაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას და შეაფასა ის განცხადება, რომელი 8 ივლისს გამოქვეყნდა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG