Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს


ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი

პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა თანამდებობიდან გადადგომის გარეშე შეუძლია - ესაა ერთ-ერთი შესწორება, რომელსაც დეპუტატებმა 22 ივნისს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. ამასთან, კანონი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კრძალავს სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნას და ზრდის უფასო საარჩევნო რეკლამით მოსარგებლე სუბიექტების რაოდენობას. კერძოდ, თუ აქამდეუფასო სატელევიზიო რეკლამის უფლებით 5 პარტია სარგებლობდა, ახალი წესით, მათი რიცხვი 11-მდე გაიზარდა. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტებისა და პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში რჩება. ამ ცვლილებების თაობაზე ნონა მჭედლიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორს, ლევან ნატროშვილს, ესაუბრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG