Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალების მარში მსოფლიოსა და თბილისში


ქალების მარში მსოფლიოსა და თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:11:54 0:00

23 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ადამიანის უფლებების დამცველი მაკა მეშველიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 21 იანვარს თბილისში გამართული ქალების მარშისა. 21 იანვარს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მომდევნო დღეს, ხალხმრავალი აქციები გაიმართა ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მიზნით როგორც ვაშინგტონში, ასევე მსოფლიოს 370-მდე ქალაქში. ამერიკაში აქციებზე გამოსულ მოქალაქეებთან ერთად იყვნენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და აქტივისტები. აქციების მონაწილეები, განსაკუთრებით ამერიკაში, აქცენტს აკეთებდნენ ტრამპის დისკრიმინაციულ რიტორიკასა და ქალების უფლებებზე. რა მოთხოვნები ჰქონდათ აქტივისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რა თემებზე გაკეთდა აქცენტი თბილისში გამართულ მარშზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მომდევნო თვეების განმავლობაში საპროტესტო მუხტი, რომელიც აქციებზე იყო - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG