Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ ადამიანები საჯარო სამსახურში სოციალური დახმარების გარეშე


"სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილების მიხედვით, სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ საჯარო სამსახურში მომუშავე ის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ "მკვეთრად გამოხატული ან მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა". არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგოის ცენტრში" (EMC) მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ნორმა დასაქმების კუთხით არათანაბარ პირობებში აყენებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ორგანიზაცია სახალხო დამცველს ამ საკითხის წინ წამოწევის მოთხოვნით მიმართავს.

გიორგი გოგუა ამ თემაზე "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პროგრამების დირექტორს, ლინა ღვინიანიძეს ესაუბრა.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG