Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი საქართველოში

30 სექტემბერს საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. თავისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს კათოლიკეებისთვის წირვას აღავლენს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დაათვალიერებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ხოლო 2 ოქტომბერს ბაქოში გაფრინდება. ვიზიტის პირველ დღეს ფრანცისკემ სიტყვა წარმოთქვა პრეზიდენტის სასახლეში, ესტუმრა საპატრიარქოსა და მოინახულა აღმოსავლეთის ქალდეური ეკლესია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG