Accessibility links

logo-print

ლევან ღამბაშიძე: „ხელისუფლებას ეშინია მოქალაქე და მრევლი ერთმანეთისგან გამიჯნოს“


არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც საზოგადოების დახმარებით უსახლკარო ადამიანებისათვის თავშესაფრის გახსნას გეგმავდა, საქართველოს საპატრიარქოს კრიტიკული განცხადების შემდეგ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავშესაფრის გახსნაზე დროებით უარი განაცხადა. საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, რომ „იდენტობა", როგორც „სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერი“, აჩენდა საფრთხეს, რომ მათი "მზრუნველობის" ქვეშ მოქცეული არასრულწლოვანებიც, დიდი ალბათობით, „ამგვარი ორიენტაციის მიმდევრები“ გახდებოდნენ, რაც როგორც ეკლესიისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის იქნებოდა მიუღებელი. „იდენტობაში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციას, მიუხედავად ამისა, იდეის განხორციელებაზე უარი არ უთქვამს, თუმცა პროექტი დროებით შეჩერდა. როგორ შეიძლება შეფასდეს მომხდარი ფაქტი, საპატრიარქოს დამოკიდებულება ქველმოქმედებისადმი და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება საქველმოქმედო ფონდ „ბორანის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ლევან ღამბაშიძეს, ესაუბრა.

XS
SM
MD
LG