Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ეწევა უსტატუსოდ დარჩენილ ძეგლებს საქართველოში


თამარ ამაშუკელი
თამარ ამაშუკელი
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის" მე-17 მუხლში შესატანმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც, "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას", ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. სპეციალისტების განცხადებით, ეს ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან (მუხლი 34.2) და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს, მთავრობის მხრიდან გამარტივებული წესით ძეგლის სტატუსის მოხსნა კი ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას და მთავრობის აგრესიული ჩარევის საფრთხეს შექმნის. სამოქალაქო სექტორი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმოდგენილ კანონპროექტს, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს აზრი პროფესიონალებსაც ჰკითხოს და, რაც მთავარია, არ შესწიროს ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა კერძო ინვესტორების ინტერესებს. ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს გაესაუბრა.

გადმოწერა
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG