Accessibility links

logo-print

ელენე თევდორაძე: შეწყალების კომისიის სარეკომენდაციო სიებს პროკურატურაში ფილტრავდნენ


შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე განაწყენებულია იმ ფაქტის გამო, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ის არავის გაუფრთხილებია. შეწყალების კომისიას თევდორაძე ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი 8 წელი კომისიის წევრი იყო. მისი განცხადებით, ყველაზე რთული ამ პოსტზე მუშაობისას ბოლო სამი წელი იყო, როდესაც შეწყალების კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო სიები, როგორც თევდორაძე აცხადებს, კომისიისგან მალულად, პროკურატურაში იგზავნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებოდა პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად. განიცდიდა თუ არა შეწყალების კომისია პოლიტიკურ ზეწოლას, რატომ არ აპროტესტებდა სიებში ცვლილების შეტანას, შესაცვლელია თუ არა შეწყალების კომისიის დებულება და სად მიდის ელენე თევდორაძე - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ელენე თევდორაძეს გაესაუბრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG