Accessibility links

logo-print

სახელმწიფო რეგულაციები არამომჭირნე ჩინოვნიკებისთვის


საქართველოს მთავრობა სახელმწიფო უწყების მიერ ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და ავტომანქანების შესყიდვა-განახლების წესის დადგენაზე სპეციალური კომისიის ფარგლებში მუშაობს. შეთანხმების თანახმად, სტანდარტის დადგენის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სექტორიც, თუმცა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯერ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღიათ. მათ რიგშია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომელმაც საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის საკითხზე ამ ცოტა ხნის წინ გამოკვლევაც ჩაატარა. ნონა მჭედლიშვილი საჯარო სამსახურებში სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის სახელმწიფო სტანდარტის დადგენის თაობაზე საიას პროექტის კოორდინატორს სულხან სალაძეს ესაუბრა.

XS
SM
MD
LG