Accessibility links

მაია ფანჯიკიძის დასაბუთებული ოპტიმიზმი


მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

საქართველოში მიმდინარე ოთხდღიან ამბასადორიალზე, მისასალმებელ სიტყვაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გასულ წელს საქართველოს მიერ საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და ისიც თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მთავარი მისია მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკური კუთხით გაძლიერებისათვის მუშაობა იქნება. რა კონკრეტული ინსტრუქციები მიიღეს ელჩებმა საქართველოს ხელისუფლებისგან, რა იქნება ნატოს უელსის სამიტზე „მაქსიმალური შედეგი“, რომლის მიღების იმედიც აქვს საქართველოს მთავრობას, შეიცვალა თუ არა რუსეთისადმი საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ტრაგედიის შემდეგ და როგორ აპირებს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პოლიტიკის გაგრძელებას... ასევე, როდის ივლიან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაია ფანჯიკიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

XS
SM
MD
LG