Accessibility links

logo-print

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ფარული მიყურადების მარეგულირებელ კანონს, საახალწოდ სიმბოლური საჩუქარი გაუგზავნეს - გასაღების ფორმის მეხსიერების ბარათი, რომელზეც საახალწო სიმღერებია ჩაწერილი. ბარათს ერთ მხარეს აწერია „ეს შენ გეხება“, მეორე მხარეს -„ამას მოუსმინეთ“. „ეს შენ გეხებას“ სამომავლო გეგმებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საუბრობს, ინტერვიუს ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG