Accessibility links

გუშინ, საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს შეხვდნენ და მოისმინეს ის ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად იგეგმება. ამ გეგმებს შორისაა ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ბიუჯეტის კორექტირება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი წესების ამოქმედება და სხვა. მთავრობის მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა რამდენიმე მსხვილი ობიექტის პრივატიზებასაც გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი საპრივატიზაციო ობიექტით დაინტერესება ბიზნესმენებმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზევე გამოხატეს. ამ შეხვედრის დეტალებსა და მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის მოსალოდნელ ეფექტზე ნონა მჭედლიშვილს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი ესაუბრება.

XS
SM
MD
LG