Accessibility links

logo-print

რა დარღვევები აღმოაჩინეს საწარმოებში შრომის მონიტორებმა


ელზა ჯგერენაია

ელზა ჯგერენაია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის პირველი შედეგები ცნობილია. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მონიტორებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში 31 სახელმწიფო და კერძო კომპანია შეამოწმეს. პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ 150 კომპანიის შემოწმებაა დაგეგმილი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია აცხადებს, მონიტორინგმა ისეთი დარღვევები გამოავლინა, როგორიცაა, მაგალითად, სამუშაო გარემო პირობების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ასევე პერსონალური დამცავი აღჭურვილობის უქონლობა. შემოწმდება თუ არა მაღალი რისკის მქონე საწარმოები, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ შრომის არასათანადო პირობების გამო, არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა და იქნება თუ არა შემოწმება არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ელზა ჯგერენაიას გაესაუბრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG