Accessibility links

logo-print

არაზუსტი სტატისტიკით, საქართველოში 2 000-მდე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვია. მათ ბავშვთა უფლებების დამცველები, დიდი ალბათობით, ტრეფიკინგის მსხვერპლად მიიჩნევენ და სახელმწიფოს მათი დაცვის პოლიტიკის შექმნისკენ მოუწოდებენ. „დავიხსნათ ბავშვები მონობისგან“- ამ სლოგანით 32-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიცაა, პრობლემის სწორად შეფასებით, დაიწყოს სათანადო მოქმედებათა პროაქტიული განხორციელება. კამპანიის დაწყების ბიძგად კი იქცა გასული წლის დეკემბრის ბოლოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის, 13 წლის ქრისტინას, ტრაგიკული გარდაცვალება: გოგონას ავტომობილი დაეჯახა. ქუჩაში მომუშავე ბავშვთა დახმარების საჭიროებასა და კამპანიის მიზნებზე ნონა მჭედლიშვილი ესაუბრება ანა არგანაშვილს, წარმომადგენელს ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG