Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ქოქოლაძე - სმითის ქალთა კოლეჯის ფილოსოფიის სტუდენტი


როცა „უხილავ ფარდაში“ და მის მიღმა „სტუდენტებთან საუბრების“ ციკლი დავიწყეთ, თავიდან ინტერვიუ ჩამოვართვით დოქტორანტს გერმანიის ქალაქ იენის უნივერსიტეტიდან, სადაც ისტორიულად ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობდა; შემდეგ გვყავდა სტუმარი იეილის უნივერსიტეტიდან, აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტიანი უმაღლესი სასწავლებლიდან. დღეს თავის შეხედულებებს ფილოსოფიასა და ხელოვნებაზე, ქალებსა და ამერიკაზე გაგვიზიარებს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორთჰემპტონის სმითის სახელობის ქალთა კოლეჯის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ქოქოლაძე. თავიდან ჩვენს სტუმარს ვთხოვეთ, თქვენთვის თავისი კოლეჯი გაეცნო.

გადმოწერა
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG