Accessibility links

ნათია ხორგუაშვილი - იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის დოქტორანტი


ნათია ხორგუაშვილი

ნათია ხორგუაშვილი

როგორ ცხოვრობენ ევროპაში თუ, საერთოდ, უცხოეთში საქართველოდან სასწავლებლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდები? ალბათ, განსხვავებული ცხოვრებით, იმის მიხედვით, სად არიან, რას სწავლობენ, როგორი ხასიათი აქვთ და რა გარემოში მოხვდებიან. ამ მრავალფეროვანი გამოცდილებისა და ცხოვრების ჩვენება გადავწყვიტეთ „უხილავ ფარდაში“. დღეს იენაში ვართ, საქართველოში გერმანიის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის ქალაქში. ამ უმაღლეს სკოლასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტრადიციული ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვესაუბრეთ ნათია ხორგუაშვილს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტს, რომელიც იქვე ეკონომიკის ფაკულტეტზე მეცნიერ-თანამშრომლადაც მუშაობს. ჩვენი სტუმრის დისერტაციის თემაა: „საქართველოში კონფლიქტების ანალიზი საშინაო და საგარეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში“. ნათია ხორგუაშვილი, ამავე დროს, თსუ-ს და იენის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "საერთაშორისო საწარმოთა მართვის" კოორდინატორია. იენამდე ნათია ხორგუაშვილს ოპერად მუშაობა მოუხდა ჰამბურგში, ხასიათით იენისგან სრულიად განსხვავებულ თავისუფალ ქალაქში. გერმანიაში ყოფნის გამოცდილებაზე, იქაურ ცხოვრებაზე სალაპარაკო ბევრი აქვს ჩვენს რესპონდენტს. გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერის შემოკლებულ ვერსის.

XS
SM
MD
LG