Accessibility links

logo-print

ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომს წერს ლიკა კევლიშვილი, რომელიც ვენაში გერმანიიდან, ფრაიბურგიდან, გადასახლდა და იქ არის თავის ოჯახთან ერთად. მისი კვლევის სფეროა განათლების სისტემა და მისი თავისებურება სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ქვეყანაში. "უხილავი ფარდის" ციკლში "უცხოეთში საქართველოდან წასული სტუდენტები" ლიკა კევლიშვილი ლაპარაკობს განათლების თეორიასა და პრაქტიკაზე, ბოლონიის პროცესზე, აღზრდა-განათლების ტრადიციაზე. საუბარი იწყება ოქროპირ რუხაძის ხუმრობანარევი შეკითხვით: ეხმარება თუ არა ახალგაზრდა დედას განათლების სფეროს კვლევა სამი წლის ნიკოსა და 5 წლის სოფოს აღზრდაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG