Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW ირაკლი ალასანიასთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW ირაკლი ალასანიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:44:24 0:00

გადაცემა ინტერVIEW-ს წინასაარჩევნო ციკლის მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანის სტუმარია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. როგორ აიხსნება „თავისუფალი დემოკრატების“ მაჩვენებლის მკვეთრი კლება ბოლო პერიოდის ზოგიერთ წინასაარჩევნო გამოკითხვაში? რა განასხვავებს „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა პროდასავლური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიებისგან? დაკარგა თუ არა პარტიამ პოლიტიკური კაპიტალი ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანების შედეგად? რატომ ვერ გამოიყენა ირაკლი ალასანიამ ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების რამდენიმე შანსი? რამდენად რეალისტურია პარტიის ამჟამინდელი დაპირება პენსიის 300 ლარამდე გაზრდის თაობაზე, რასაც წელიწადში დამატებით მილიარდ ლარზე მეტი დასჭირდება? ხომ არ გამოიწვევს სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესება უმუშევრობის ზრდას? რას ნიშნავს ირაკლი ალასანიას ფორმულა „საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი“, მაშინ, როცა რუსეთი „ახლო სამეზობლოზე“ გავლენას არ თმობს, გერმანია კი ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ამ ეტაპზე სკეპტიკურად ეკიდება?

XS
SM
MD
LG