Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის განკარგულებას. თავად ღარიბაშვილმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა მთავრობის უცვლელი შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ შარშან ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა პატიოსნებით, პასუხისმგებლობის გრძნობით და პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები. ”ამ ერთი წლის განმავლობაში მთავრობა იქცა ქმედით გუნდად, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მინისტრებმა კი თავდადებით იმუშავეს 24 საათიანი რეჟიმით და დღემდე მთავრობა მოვიდა მნიშვნელოვანი შეცდომების გარეშე”. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა ევროპული გუნდია, მინისტრებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან ემსახურონ ხალხს და ქვეყანას და სწორედ ამიტომ მთავრობის შემადგენლობას უცვლელად წარადგენს. ”იმედი მაქვს, რომ მუშაობას კვლავ ერთ გუნდად გავაგრძელებთ და ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დავიშურებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის თითოეულ წევრს კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და მზად არიან იკისრონ პასუხისმგებლობა და სირთულეების დასაძლევად მაქსიმუმი გააკეთონ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელს, მან კანდიდატად ჯერ კიდევ 9 ნოემბერს დაასახელა თბილისის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე.
XS
SM
MD
LG