Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი კობახიძე


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა ახალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩია ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი. კანდიდატურას მხარი დაუჭირა 118 დეპუტატმა. 3 - წინააღმდეგი იყო. ირაკლი კობახიძე 38 წლისაა, იგი არის სამართლის დოქტორი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო და დიუსელდორფის უნივერსიტეტები. დეპუტატებმა დღესვე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG