Accessibility links

ირაკლი კოპლატაძე: თურქეთში მცხოვრები ყველა ქართველის საუკუნოვანი ოცნება ახდა


საქართველოს და თურქეთის დროშები

საქართველოს და თურქეთის დროშები

თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ დაადასტურა და აღნიშნა,რომ ამ ნაბიჯით, რაც, პირველ ყოვლისა, თურქეთში მოღვაწე ქართული დიასპორის დამსახურებაა, თურქეთში მცხოვრები ყველა ქართველის საუკუნოვანი ოცნება ახდა.

XS
SM
MD
LG