Accessibility links

logo-print

შიმშილობა პოლიტპატიმრის სტატუსისთვის


ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იმყოფება, შიმშილობს. ამით მან გუშინ სოლიდარობა გამოუცხადა თავის მოშიმშილე თანამოსაკნეს იოსებ გიგუაშვილს. მათთან ერთად უკვე ერთი კვირაა შიმშილობს კიდევ 4 პირი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით. შიმშილობით ისინი პოლიტპატიმართა სიიდან მათი სახელების ამოღებას აპროტესტებენ და სიაში შეყვანას მოითხოვენ.

ის, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ირაკლი ოქრუაშვილი შიმშილობას, დამოკიდებულია პარლამენტის მიერ მათი მოთხოვნების შესრულებაზე, ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე. მისივე სიტყვებით, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ დაიწყო შიმშილობა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მონაწილეობაში ბრალდებული სხვა პირების მიმართ სოლიდარობის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე ბრალდებული 10 პირი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა. თავდაპირველად ირაკლი ოქრუაშვილიც იყო სიაში, მაგრამ მოგვიანებით ის სიიდან ამოიღეს. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია, რა პრინციპით იხელმძღვანელა კომიტეტმა და რატომ ამოიღეს ბრალდებულ პირთა ნაწილი პოლიტპატიმართა სიიდან:

”ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა პროცედურით იქნა ამოღებული ირაკლი ოქრუაშვილი სიიდან. დანარჩენი დამოკიდებულია საპარლამენტო კომიტეტზე, შეიყვანს თუ არა სიაში, იმიტომ რომ ეს პროცედურა ჩემთვის დღესაც უცნობია, რა პროცედურით იხილავენ, და ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა კომიტეტს უნდა მიმართოთ”.
უკაცრავად ახლა, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ეს არ არის ის სტატუსი, რომელიც ვისაც უნდა, ყველას ჰქონდეს ...

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით კი, ვინაიდან საქმეში ბრალდებულ რამდენიმე პირს ბრალი აქვს აღიარებული და საპროცესო გარიგებაზე ხელი აქვს მოწერილი, პოლიტპატიმართა სიაში მათი შეყვანა გაუგებარი იქნებოდა:

”რამდენიმეს საპროცესო გარიგება აქვს გაფორმებული და აღიარებული აქვს დანაშაული და, უკაცრავად ახლა, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ეს არ არის ის სტატუსი, რომელიც ვისაც უნდა, ყველას ჰქონდეს”.

ამასთან, ეკა ბესელიას სიტყვებით, ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტდევნილის სტატუსი მას შემდეგ მოეხსნა, რაც ის საქართველოში დაბრუნდა ისე, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაელოდა.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტპატიმრების სიაში ადამიანების შეყვანასთან დაკავშირებით კოლეგიალურად იქნა მიღებული, მათ შორის, კომისიის მიერ, რომელმაც ეს სია შეადგინა და შემდეგ პარლამენტმა, როგორც ასევე კოლეგიალურმა ორგანომ, კენჭი უყარა მას. გედევან ფოფხაძის სიტყვებით, ყველა ადამიანი თავისი შინაგარი რწმენით აძლევდა ხმას კენჭისყრაზე - ვის მიიჩნევდა სიაში შეყვანის კანდიდატად და ვის არა. ამასთან, როგორც გედევან ფოფხაძე ამბობს, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაჩნდა პროცედურული შესაძლებლობა მისი პოლიტპატიმართა სიიდან ამოღების, რაც განხორციელდა კიდეც:
ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული ...

”ახლა შიმშილობის ფორმით ვის რას უმტკიცებს - რომ შიმშილობა შეუძლია? შიმშილობას ვაჟკაცობა და თავგანწირვა უნდა. მაგას თუ თავგანწირვა უნდოდა, აქამდე გამოავლენდა ამ თავგანწირვას. ახლა რასაც ეგ აკეთებს, მაგას ჰქვია ელემენტარული ინტრიგანობა. იშიმშილოს რამდენიც უნდა და ვინც უნდა, ის აშიმშილოს. ეს კაცი ყველა თავისი ღირებულებით ლუსტრაციას ახდენს საზოგადოების წინაშე და ვისაც მასეთი ნაძირალა მოსწონს, იმ ხალხის საზოგადოებრივ აზრზე თამაშის არანაირი სურვილი არ მაქვს”.

”ახლა შიმშილობის ფორმით ვის რას უმტკიცებს - რომ შიმშილობა შეუძლია? შიმშილობას ვაჟკაცობა და თავგანწირვა უნდა. მაგას თუ თავგანწირვა უნდოდა, აქამდე გამოავლენდა ამ თავგანწირვას. ახლა რასაც ეგ აკეთებს, მაგას ჰქვია ელემენტარული ინტრიგანობა. იშიმშილოს რამდენიც უნდა და ვინც უნდა, ის აშიმშილოს. ეს კაცი ყველა თავისი ღირებულებით ლუსტრაციას ახდენს საზოგადოების წინაშე და ვისაც მასეთი ნაძირალა მოსწონს, იმ ხალხის საზოგადოებრივ აზრზე თამაშის არანაირი სურვილი არ მაქვს”.

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ყველა, ვისაც განცხადება ჰქონდა შეტანილი, ვერ მოხვდა სიაში. დადგენილების დონეზე პოლიტპატიმართა სია უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები ვეღარ შევა, თუმცა კომიტეტი შეტანილი განცხადებების თაობაზე კიდევ გააგრძელებს მუშაობას და თუ ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკანონოდაა დაპატიმრებული, შესაძლოა მათ პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიეცეთ, მაგრამ ისეთი მექანიზმი შეიქმნას, რომ საპატიმროში არ დარჩნენ, ამბობს გედევან ფოფხაძე.

თავად ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს: ”ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, რომ შავზე იტყოდნენ, თეთრიაო და ცინიკური და გაუგებარი არგუმენტებით ასე ერთი ხელის მოსმით გვეტყოდნენ უარს”.

რაც შეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულ სხვა მოშიმშილეთა ჯანმრთელობას, სახალხო დამცველის ოფისში ამბობენ, რომ მათ მდგომარეობას თვალს მიადევნებენ.
XS
SM
MD
LG