Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილი: მაოცებს ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტისგან, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვს


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს შიდა პოლიტიკაში ახალი დაპირსპირების თემა გაჩნდა რუსულ კომპანია "გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ახალი, საიდუმლო ხელშეკრულების სახით. საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მსგავსად, დოკუმენტს ქვეყნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისათვის საშიშს უწოდეს, სახელისუფლებლო გუნდი კი ამტკიცებს, რომ “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. პრეზიდენტის ამ განცხადებას „უცნაურსა“ და „არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG