Accessibility links

logo-print

თეირანი აცხადებს, რომ აშშ-ის ხომალდებს „მალევე“ გაათავისუფლებენ


სპარსეთის ყურის რუკა

სპარსეთის ყურის რუკა

პენტაგონის განცხადებით, ირანმა დააკავა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გემი, თუმცა, როგორც თეირანმა ვაშინგტონს უთხრა, ხომალდების ეკიპაჟებს „მალევე“ გაათავისუფლებენ. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს მოჰყავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, პიტერ კუკის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხომალდები ქუვეითსა და ბაჰრეინს შორის მოძრაობდნენ, როცა აშშ-მა მათთან კავშირი დაკარგა. კუკის თქმით, პენტაგონი დაუკავშირდა ირანს და მიიღო დაპირება, რომ ეკიპაჟის წევრებსა და ხომალდებს მალევე გაათავისუფლებენ.

აშშ-ის ოფიციალურ პირთა ცნობით, ერთ-ერთ გემს მექანიკური ხასიათის პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც ის იძულებული შეიქნა, ცურვა შეეწყვიტა. როგორც ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იუწყება, ირანმა დააკავა ათი ამერიკელი მეზღვაური (მათ შორის ერთი ქალი), რომლებიც, სააგენტოს თქმით, „ნახევრად მძიმე იარაღით“ იყვნენ აღჭურვილი.

„ფარსი“ იტყობინება, აგრეთვე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა რაზმმა ხომალდები მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი უკანონოდ შევიდნენ ირანის ტერიტორიულ წყლებში. ამავე ცნობის თანახმად, ხომალდები დააკავეს კუნძულთან, რომელიც ირანის ტერიტორიულ წყლებში, ნეიტრალური წყლებიდან ორი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ბენ როუდსმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობს პრობლემის მოსაგვარებლად და იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხერხდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG