Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ზომიერ პოლიტიკას წარმართავს


ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, თეირანში თავის, ამ სტატუსით, პირველ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაა. როჰანის პირობით, მისი სამომავლო პოლიტიკა ზომიერი იქნება. სასულიერო პირმა, რომელსაც ხმის უფლების მქონეთა ნახევარზე ოდნავ მეტმა დაუჭირა მხარი 14 ივნისის არჩევნებში, ჟურნალისტებს ამცნო, რომ ის აპირებს რეფორმების გატარებას, დასავლეთთან ურთიერთობის განმუხტვას და იმედს გამოთქვამს, რომ სირიაში მშვიდობა აღდგება. ჰასან როჰანი სირიაში საერთაშორისო შეჭრის წინააღმდეგია. როჰანიმ თეირანის ბირთული პროგრამის თაობაზე თქვა, რომ არ აპირებს ურანის გამდიდრების შეჩერებას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ირანის „ბირთვული პროგრამა სრულიად გამჭვირვალეა, მაგრამ კვლავაც მზად ვართ მეტი გამჭვირვალობისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იმის ასახსნელად, რომ ისლამური რესპუბლიკის ქმედება სრულიად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და მექანიზმებს“. როჰანი ივლისის ბოლოდან შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
XS
SM
MD
LG