Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თავისი გამდიდრებული ურანის უდიდეს ნაწილს გაიტანს რუსეთში


ბირთვულ საკითხებში ირანის წარმომადგენლების თანახმად, თეირანი თავისი გამდიდრებული ურანის უდიდეს ნაწილს უახლოეს დღეებში გაიტანს რუსეთში, რაც გათვალისწინებულია ირანის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებისკენ მიმართული შეთანხმებით. ირანის საინფორმაციო სააგენტო ირნა იმოწმებს ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარ წარმომადგენელს, ალი აკბარ სალეჰის, რომლის თქმით, მოხდება დაახლოებით ცხრა ტონა გამდიდრებული ურანის ექსპორტი რუსეთში. ეს დაახლოებით ის რაოდენობაა, რომლის ექსპორტიც საჭიროა ირანის ურანის მარაგის დასაყვანად შეთანხმებით ნებადართულ დონემდე. ივლისში ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ირანს უფლება ეძლევა შეინარჩუნოს 300 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი. ამავე დროს თეირანმა უნდა მოახდინოს მისი ცენტრიფუგების უდიდესი ნაწილის დეაქტივაცია და არაკის მძიმე წყლის რეაქტორში შეწყვიტოს პლუტონიუმის წარმოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG