Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ირანსა და გაეროს ატომურ უწყებას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს


ბუშერის ბირთვული სადგური
ბუშერის ბირთვული სადგური
ირანმა და გაეროს ატომურმა უწყებამ ვენაში დაიწყეს მოლაპარაკება, რომლის თემაცაა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა. მოლაპარაკება ორ დღეს გასტანს. ერთმანეთის წინაშე არიან ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელი ალი აშღარ სოლათანიე და სააგენტოს მთავარი ექსპერტი ჰერმან ნაკაიერტსი.

უკანასკნელად ასეთი მოლაპარაკება თებერვალში გაიმართა ირანში, თუმცა მას რაიმე სახის გარღვევა არ მოჰყოლია. გაეროს უწყება იძიებს ეჭვებს, რომ თეირანი შესაძლოა ბირთვულ იარაღზე მუშაობდეს. თეირანი ამას უარყოფს.
მოლაპარაკებისას გაერო შეეცდება ირანი დაიყოლიოს სააგენტოს ინსპექტორები დაუშვას პარჩინის სამხედრო კომპლექსში. გავრცელებული შეშფოთებით, შესაძლოა სწორედ ამ ობიექტზე მიმდინარეობდეს მუშაობა ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

ეს ეჭვები გამოითქვა გაეროს ბირთვული უწყების მიერ ნოემბერში გავრცელებულ ანგარიშში.

უწყების თავმჯდომარის, იუკია ამანოს თქმით, ამ ობიექტზე დაშვების მიღწევა მისი ორგანიზაციისთვის „პრიორიტეტული“ საკითხია მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

ირანი ამ ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. ამ დრომდე გაეროს ბირთვულ უწყებას თეირანი უარს ეუბნებოდა დაეშვა პარჩინის ბაზაზე.

თეირანი გამუდმებით უარყოფს ბრალდებას, რომ ის ჩუმად ბირთვულ იარაღზე მუშაობს. ასეთი ეჭვი აქვთ დასავლეთის ქვეყნებს. ეს შეშფოთება განსაკუთრებით აშშ-სა და მის მოკავშირე ისრაელში შეიმჩნევა.

23 მაისს ბაღდადი უმასპინძლებს მნიშვნელოვან შეხვედრას: ირანი თავის ბირთვულ პროგრამას განიხილავს მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოსთან - ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან, აშშ-სა და გერმანიასთან.
XS
SM
MD
LG