Accessibility links

logo-print

ირანი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს სირიის შესახებ მოლაპარაკებებში


დამასკის გარეუბანი ჯობარი

დამასკის გარეუბანი ჯობარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი მონაწილეობას მიიღებს სირიის შესახებ მოლაპარაკებაში, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება ვენაში. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ისნამ“ გაავრცელა ცნობა შეხვედრაში ზარიფის მონაწილეობაზე. ვენაში მოლაპარაკებას 29 ოქტომბერს დაიწყებენ აშშ, რუსეთი, საუდის არაბეთი და თურქეთი, ხოლო მომდევნო დღეს მათ შეუერთდებიან ირანის, ეგვიპტის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმაც დაადასტურა, რომ დაესწრება შეხვედრას 29 ოქტომბერს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა 28 ოქტომბერს ტელეფონით ისაუბრეს სირიის კონფლიქტზე და მოახლოებული მოლაპარაკების გეგმაზე. წინა დღეს აშშ-მა განაცხადა, რომ ირანი უნდა მიიწვიონ ვენის მოლაპარაკებაზე და რომ მნიშვნელოვანია დისკუსიაში აშშ-ის „მთავარი პარტნიორების“ მონაწილეობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტის პრესმდივნის, ჯონ კერბის სიტყვებით, ირანი ჯერ არ არის ასეთი პარტნიორი, მაგრამ შეუძლია გახდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG