Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი უკანონოდ მიიჩნევს რაკეტების გამოცდის გამო აშშ-ის სანქციებს


თეირანმა დაგმო მის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საპასუხოდ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია სამართლებრივი და მორალური ლეგიტიმურობა, რადგან ვაშინგტონი იარაღს აწვდის ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს. ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა ბირთვული შეთანხმების შედეგად სანქციები გაუუქმეს ირანს 17 იანვარს, აშშ-მა გამოაცხადა ახალი სანქციების დაწესების შესახებ იმ კომპანიების და პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან რაკეტების გამოცდასთან. ეს სანქციები დაწესდა ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საპასუხოდ, რადგან გამოცდა გაეროს რეზოლუციის დარღვევაა. 16 იანვარს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა შეასრულა ივლისში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან და გერმანიასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით დადებული თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის პირობა და შედეგად თეირანს სანქციები გაუუქმდება. თუმცა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანის რაკეტები სხვა საკითხია და არ არის დაკავშირებული ბირთვულ შეთანხმებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG