Accessibility links

ირანს რამდენიმე თვე დასჭირდება ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ითხოვა ირანისთვის სანქციების მოხსნა. სანქციები ირანის წინააღმდეგ თანდათან მოიხსნება. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად, როგორც ეს ისტორიული შეთანხმების თანახმად უნდა მომხდარიყო.

ოფიციალური პირები საუბრობენ შეთანხმების მიღების დღეზე, რომელიც თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ამერიკას, ირანსა და ხუთ სხვა ქვეყანას შორის იქნა მიღებული. დასავლეთის ლიდერები ირანს ბრალს დებდნენ ბირთვული პროგრამის არამიზნობრივ გამოყენებასა და ატომურ იარაღზე მუშაობაში, რასაც თეირანი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა.

შეთანხმების თანახმად, ირანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს მიწისქვეშა ატომურ სადგურში, მძიმე წყლის რეაქტორებსა და ურანის მოპოვებაში. ამერიკაში ასევე აცხადებენ, რომ ირანს სანქციები მხოლოდ მას შემდეგ მოეხსნება, რაც საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტო შეამოწმებს ირანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულების პროცესს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG