Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას ელის


აშშ ელის ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულების თაობაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას იმისთვის, რომ თეირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება გახდეს შესაძლებელი. თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯოშ ერნესტის თქმით, ისლამური რესპუბლიკა მნიშვნელოვან წინსვლას აღწევს ივლისის შეთანხმების განხორციელების საქმეში, თუმცა თეირანს სანქციებს ვერ გაუუქმებენ, სანამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დამოუკიდებლად არ დაადასტურებს, რომ ირანმა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა და შეთანხმების პირობები შეასრულა. ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ ივლისში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა, რის სანაცვლოდაც სანქციებს გაუუქმებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG