Accessibility links

ირანმა აკრძალა აშშ-ში წარმოებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანა


ირანმა აკრძალა აშშ-ში წარმოებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანა და მისი გასაღება. ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის, მოჰამად რეზა ნემათზადეს განკარგულებაში ნათქვამია, რომ საჭიროა შეჩერდეს ქვეყანაში შეტანა აშშ-ში წარმოებული სამომხმარებლო საქონლისა და აიკრძალოს პროდუქტი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში აშშ-ის ყოფნის სიმბოლური გამოხატულებაა. განკარგულება დაეგზავნათ იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც სამინისტროს ხელმძღვანელობით მუშაობენ რეგიონებში. დოკუმენტის სტილის მიხედვით, ის არ უნდა ეხებოდეს კერძო სექტორს. ნემათზადეს თქმით, მისი განკარგულება ეთანხმება პრეზიდენტ როჰანისადმი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გასული თვის წერილს, სადაც ის მოწოდებით გამოდიოდა, გააძლიერონ ადგილობრივი წარმოება და განავითარონ მყარი ეკონომიკა, რომელიც არ იქნება ნავთობისგან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებული. ირანის მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსები გამოვიდნენ გაფრთხილებით იმ პერსპექტივის წინააღმდეგ, რომ ბირთვულ სფეროში შეთანხმების მიღწევის შედეგად, შეიძლება გაიზარდოს აშშ-ის გავლენა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG