Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში დაარსდა ისააკ ბაბელის სახელობის ლიტერატურული პრემია


ისაკ ბაბელი
ისაკ ბაბელი

უკრაინის ქალაქ ოდესაში დაარსდა ისააკ ბაბელის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, რომელიც განკუთვნილია რუსულ ენაზე დაწერილი საუკეთესო მოთხრობისათვის. პრემიის დამაარსებლებად ასახელებენ ოდესის ოლქის ადმინისტრაციას მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და ოდესელთა მსოფლიო კლუბს, რომლის თავმჯდომარეც არის მიხაილ ჟვანეცკი. ინიციატორების განმარტებით, მწერალ ისააკ ბაბელის პრემიით გამიზნულია „ოდესის, როგორც ღრმა კულტურული ტრადიციების მქონე, მოდერნიზაციისა და ახალი მენტალობის შეძენის უნარიანი ქალაქის საერთაშორისო სტატუსის მხარდაჭერა და განმტკიცება“. ახალი პრემიით დაჯილდოვების პირველი ცერემონია გაიმართება წელს 13 ივლისს, ბაბელის დაბადების დღეს. ბაბელი 1894 წელს დაიბადა ოდესაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG