Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ისლამური სახელმწიფო” ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში


“ისლამური სახელმწიფოს” სახელით ცნობილი დაჯგუფების ზრდა ერაყსა და სირიაში ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისს ემთხვევა. ამომრჩევლებს აინტერესებთ თუ როგორ აპირებენ კანდიდატები ჯგუფის მზარდ წინსვლასთან გამკლავებას.

დაჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები აიოვაში ამომრჩევლების მთავარი საფიქრალია. აიოველი მაიკლ დოუნი განსაკუთრებით ერაყის ქალაქ რამადიზე წუხს, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები ერაყის ომში იბრძოდნენ, ახლა კი ქალაქი “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკავა.

“ხალხმა ამ ქალაქში იომა. ახლა ისინი გულგატეხილნი იქნებიან. ხალხი დაიჭრა, ზოგმა ოჯახის წევრები დაკარგა, დღეს კი მათ ერთი კითხვა აქვთ - ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?” ამბობს დოუნი.

დოუნის შვილი - ლუკი მეზღვაურია, ის ავღანეთში რამდენიმე ოპერაციაში მონაწილეობდა: “ეს მსხვერპლია, იქნება ეს ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ძმები, მამა თუ დები, მათ ყველამ საფასური გადაიხადეს.”

დოუნი და მისი ვაჟი ლუკი არკანზასის ყოფილი გუბერნატორის - მაიკ ჰაკაბის ფორუმს დაესწრნენ.

“8300 ჯარისკაცი დაიჭრა ამ ქალაქის ასაღებად,” განაცხადა რესპუბლიკელმა მაიკ ჰაკაბიმ ფორუმზე.

ახლა ამომრჩევლებს აინტერესებთ აპირებენ თუ არა კანდიდატები ერაყში დამატებით ჯარების გაგზავნას.

“თქვენ ხართ შეერთებული შტატების მხარეში, სადაც მოსახლეობის ძალიან მაღალი პროცენტი ჯარში მსახურობს, მსხვერპლს იღებს და ზოგჯერ თავსაც წირავს ქვეყნისთვის,” ამბობს ჯეფ დანიელსონი, სენატორი აიოვის შტატიდან

დემოკრატი დანიელსონი სპარსეთის ყურის ომის ვეტერანია და ვეტერანთა რამდენიმე კომიტეტშიც უმსახურია. დანიელსონი საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადება და ხელახლა კენჭისყრას აპირებს. მისი თქმით ამომრჩევლების მიერ მასთან განხილულ მთავარ თემებს შორის ერაყსა და ავრანეთში ამერიკის ჩართულობას წამყვანი ადგილი უჭირავს.

“საგარეო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რის გამოც ადამიანები პრეზიდენტს აძლევენ ხმას. პრეზიდენტის არჩევისას ადამიანები საგარეო პოლიტიკას იმდენივე ყურადღებას უთმობენ, რამდენსაც ეკონიმიკას და საშინაო საქმეებს,“ ამბობს ის.

მაიკლ დოუნი ჯერაც ფიქრობს თუ ვის მისცეს ხმა. მაგრამ უკვე იცის როგორ კანდიდატს დაუჭერს მხარს - ვინმეს, ვინც ორპარტიული თანამშრომლობის მიღწევას შეძლებს.

“დანაწევრებული ერი ომს ვერ მოიგებს”, ამბობს დოუნი.

XS
SM
MD
LG