Accessibility links

logo-print

გასულ წელს სირიაში, ერაყსა და ლიბიაში მთელი მსოფლიოდან ათასობით უცხოელი ჩავიდა და “ისლამური სახელმწიფოს” სახელით ცნობილ სამხედრო ჯგუფს შეუერთდა. მას შემდეგ, რაც შუა მარტში ჯგუფის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 11 უცხოელი სამედიცინო მუშაკი გადავიდა, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბრძოლის წინა ხაზზე უცხოელების დაყენება “ისლამური სახელმწიფოს” გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

თურქეთ-სირიის საზღვარზე საუბრისას თურქეთის პარლამენტის წევრმა მაჰმეტ ალი ედიბოღლუმ თქვა, რომ კონტაქტი აქვს იმ 11 ექიმის და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ოჯახებთან, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.

მისი თქმით ოჯახები ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან, სუდანიდან და კანადიდან ჯერაც იმედოვნებენ, რომ მათი შვილები სირიაში დაზარალებული სამოქალაქო პირების დასახმარებლად გადავიდნენ და არა ტერორისტებთან.

თუ ჯგუფის დატოვებას გადაწყვეტ, პასუხად უარს იღებ, უკან გზა არ არსებობს, თუ უკან წამოსვლას გადაწყვეტ, კვდები.

მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ექიმების მიზიდვა, შეიძლება მათი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყოს, რომლითაც მათ უკვე ათობით ათასი უცხოელი მიიზიდეს.

“ეს შეიძლება ახალი მიმართულება იყოს, ისინი ცდილობენ გარკვეული განათლების ადამინები მიიზიდონ,” ამბობს სამეჰ სეიფ ელიაზალი ეგვიპტის პოლიტიკისა და უსაფრთოების კვლევის ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით იმათი უმრავლესობა, ვინც სამხედრო ჯგუფში წერვიანდება ძირითადად თავგადასვალების მოყვარულია და ონლაინ კამპანიის მსხვერპლნი ხდებიან, ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ მალევე ამ გადაწყვეტილებას ნანობენ, მაგრამ მისი შეცვლა აღარ შეუძლიათ.

“თუ ჯგუფის დატოვებას გადაწყვეტ, პასუხად უარს იღებ, უკან გზა არ არსებობს, თუ უკან წამოსვლას გადაწყვეტ, კვდები. ასე მოკლეს ის წევრებიც, სხვების თანდასწრებით, რათა სხვები შეეშიენბინათ,” ყვება ელიაზალი.

ის ამბობს, რომ ჯგუფის წევრებს საშიში “მისია” აქვთ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში და ტერორისტული აქტები მოაწყონ.

დენიელ ვაგნერის, უსაფრთხოების ფირმის - Country Risk Solutions-ის დირექტორის თქმით ამ სტრატეგიის პრევენცია თითქმის შეუძლებელია.

“რა მოხდება მაშინ თუ ისინი პასპორტებს შეიცვლიან? თუ ვინაობას შეიცვლიან? მერე რას აკეთებენ? ეს უსაფრთხოების სამსახურებს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. უსაფრთხოების სამსახურებს ასეთ შემთხვევებში 100%-იანი სიზუსტე სჭირდებათ,” ამბობს ვაგნერი.

ზოგიერთი ანალიტიკოსი კი მიიჩნევს, რომ საფრთხეები არავის დაუთვლია და მედია შეიძლება მათ აზვიადებდეს.

“ამ საკითხის ირგვლივ ერთგავრი პარანოაა შექმნილი. “ისლამური სახელმწიფოს” გაშუქებისას ბევრი წინასწარმეტყველებაა. ბევრს წერენ წარმოდგენებზე და განწყობებზე. ეს არ არის კავშრში იმასთან თუ რას და როგორ აკეთებს ეს ჯგუფი,” ამბობს ზიად აკლი, ალ-აჰმარის პოლიტიკის და სტრატეგიის კვლევის ცენტრის მკვლევარი.

აკლი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომელიც სამხედრო ჯგუფს დასავლეთიდან წევრების მიზიდვაში ეხმარება, მათ შორის ის უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, სოციალურ უთანასწორობას და უსამართლობას ასახელებს.

მისივე თქმით “ისლამური სახელმწიფოს” ყველა სტრატეგიის მიზანი ძალაუფლების გაზრდა და კონტროლის არეალის გაფართოვებაა, მაგრამ მათი მოქმედების ფორმები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

XS
SM
MD
LG