Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრზომები „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემიზმის წინააღმდეგ


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ერაყის პრემირ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელეს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ერაყის პრემირ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელეს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ერაყის პრემირ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელეს. ჯგუფის ძალადობის შეჩერებაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც მუშაობს.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის 11 ქვეყნის მაღალჩინოსნები სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ამერიკაში შეიკრიბნენ.

ისინი მთავრობას და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში ხვდებიან და ექსტრემისტული ჯგუფის პროპაგანდაზე რეაგირების მეთოდებზე მსჯელობენ.

მოროკოს პარლამენტის წევრის მოჰამედ ბენხალდუნის თქმით „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყსა და სირიაში 3 000-ზე მეტი მოროკოელი შეუერთდა.

„მთავარი მიზეზი უმუშევრობა და სიღარიბეა. მათი უმრავლესობა უკეთეს ცხოვრებას ეძებს, რასაც საკუთარ ქვეყანაში ვერ პოულობენ,“ ამბობს ბენხალდუნი.

ეგვიპტის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის წარმომადგენლის ხალედ ოკაშას თქმით კი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უცხოელების მოსაზიდად წარმატებით იყენებენ სოციალურ მედიას: „ისინი არჩევენ თავგადასავლების მოყვარულ ახალგაზრდებს, რომლებიც სიახლეებს ეძებენ, და რომლებსაც სავარაუდოდ ძალადობა იზიდავთ და ამის გამოხატვა უნდათ.“

ამერიკის მთავრობის გათვლებით „ისლამურ სახელმწიფოს“ 20 000-მდე უცხოელი შეუერთდა, მათგან დაახლოებით 3 400 დასავლეთიდან. მათ შორისაა „ჯიჰადი ჯონი“, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოებში გამოჩნდა და აქცენტის გამო ბრიტანელად მიიჩნევა. ასევე 3 თინეიჯერი გოგო, რომლებიც გამომძიებლების ვერსიით ლონდონიდან თურქეთში ჯგუფში გასაწევრიანებლად ჩაფრინდენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი შაარიკ ზაფარი ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის ნარატივის გასანეიტრალებლად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოელ მთავრობებს ტრადიციული და სოციალური მედიის გამოყენებაში ეხმარება.

„მნიშვნელოვანია იმ ხალხის ისტორიები, ვინც ჯგუფს შეუერთდა, იქნებ ნებით გაწევრიანდნენ, ან იქნებ ისინი აიძულეს, ფაქტია რომ ჯერ წავიდნენ, იბრძოლეს ამ ჯგუფისთვის და შემდეგ გააცნობიერეს, რომ სხვა რამისთვის წავიდნენ და სულ სხვაგან აღმოჩნდენ. ასეთი ისტორიები შეიძლება ეფექტური იყოს.“

ზაფარი თქმით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ნაწილი შეიძლება ჯგუფის იდეოლოგიის ხარვეზების გამოაშკარავება იყოს.

XS
SM
MD
LG