Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ მარკეტინგული სტრატეგია და წარმატება ვირტუალურ სივრცეში


"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი ერაყში

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი ერაყში

ბრძოლის ველზე თავისი ეფექტურობით უკმაყოფილო “ისლამური სახელმწიფო” სოციალურ მედიაში კომბინირენულ სტრატეგიას ირჩევს, რომელიც ერთდროულად მტაცებლური და წინდახედულია. ექსპერტების თქმით, ამ მიდგომამ ჯგუფი კონკურენტებზე მაღლა დააყენა და მან დასავლეთიდან ახალი წევრები მოიზიდა.

ვიდეოების, ტვიტერის და სხვა ონლაინ საშუალებების გამოყენებით “ისლამური სახელმწიფო” მორიგი თავდასხმისთვის ემზადება.

ექსპერტების აზრით “ისლამური სახელმწიფო” ამით პოტენციურ წევრებს არჩევს. როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ამბობს, ჯგუფი ამას იმდენად კარგად ახერხებს, რომ გეგონება მასში კლინიკური ფსიქოლოგები არიან ჩართულნი.

ბაღდადი მედიის ოსტატია. მან იცის რომ თუ სამ გოგოს მიიზიდავს დენვერიდან და კიდევ რამდნეიმე ქალს საიდანმე, ამით ინტერნეტს დაიპრყობს.

უსაფრთხოების წარმოამდგენლები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” შერჩევის ერთგვარი ფსიქოლოგიური პროფილი არ აქვს. მაგრამ რაღაცეები მაინც საერთოა.

მაქს აბრამსი Northeastern-ის უნივერსიტეტში ტერორიზმს სწავლობს.

“ტერორისტები ქალები ნაკლებად ხდებიან, უფრო მამაკაცები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, 18-დან 25 წლამდე. ტერორისტები ფიქრობენ, რომ მათ უკეთესი სამსახური უნდა ჰქონოდათ ან უფრო ნათელი მომავალი ვიდრე სინამდვილეში აქვთ,” ამბობს აბრამსი.

სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით ასმა ამერიკელმა დატოვა ქვეყანა და სირიასა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებს შეუერთდა. ამერიკის უსაფრთხოების სამსახურები ღელავენ რადგან აქამდე არსებულ ტეტორისტულ ჯგუფებს შორის “ისლამური სახელმწიფო” ყველაზე უკეთ ფლობს მედიას.

“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერ - აბუ ბაკრ ალ-ბაღდადისთვის რიცხვები, რეკლამასთან შედარებით, შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს.

ჯონ ჯეის კოლეჯის ტერორიზმის ცენტრის პროფესორი ჩარლზ სტროზიერი ამბობს, რომ სამი დენვერელი გოგოს ისტორია, რომლებმაც სირიაში შესვლა სცადეს ბაღდადის სტრატეგიის კარგი მაგალითია.

“ბაღდადი მედიის ოსტატია. მან იცის რომ თუ სამ გოგოს მიიზიდავს დენვერიდან და კიდევ რამდნეიმე ქალს საიდანმე, ამით ინტერნეტს დაიპრყობს. ეს შექმნის წარმოდგენას, თითქოს ქალები მთელი მსოფლიოდან მიემართებიან სირიაში ჯიჰადისტებთან გასაერთიანებლად, რაც სინამდვილეს არ შეეფერება”.

ექსპერტების თქმით “ისლამური სახელმწიფო” ძლიერდება იმით, რომ მის მოწოდებას უფრო მეტი ადამიანი უერთდება.

სტროზიერისთვის უფრო საგანაგაშო ის არის რომ “ისლამური სახელმწიფო” მხოლოდ ძალადობას არ ყიდის, არამედ მის ხედვასაც.

“უმეტეს შემთხვევაში ისინი ახალგაზრდა მამაკაცებს იზიდავენ, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფოს” მესიჯებს აცნობენ, მათ მესიანისტურ ოცნებას სახალიფოს შექმნის შესახებ (ცალიპჰატე), ამას დიდი ძალა აქვს, ეს ძლიერი ოცნებაა”

სტროზიერის თქმით ჯგუფის უნარი გაყიდოს, გაავრცელოს ოცნება შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რაც “ისლამურ სახელმწიფოს” მისი მეტოქეებისგან განასხვავებს.

XS
SM
MD
LG