Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" მხარაზე რუსეთის 2400 მოქალაქე იბრძვის


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ამ ქვეყნის 2400 მოქალაქე იბრძვის ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ჯარის რიგებში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილის, სერგეი სმირნოვის თქმით, ექსტრემისტულ გაერთიანებაში ირიცხება შუა აზიის ქვეყნების 3000 მოქალაქე. სმირნოვმა განაცხადა ასევე, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალ მიგრანტთა ტალღა იზრდება და ის პოტენციურად „დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისთვის. მტკიცება, რომ თითქოს მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერამ სირიაში ვითარებაზე და, კერძოდ, ლტოლვილთა ტალღაზე, უარყოფითად იმოქმედა, არ არის სიმართლეო, თქვა მან. ამის მიზეზი, სმირნოვის თანახმად, რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" გაფართოებაა. ზოგიერთი ქვეყანა, განაგრძობს სმირნოვი, ერიდება ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას. თანამშრომლობა არის, მაგრამ არა საკმარის დონეზე, განსაკუთრებით აშშ-სთან, დასძინა მან. სმირნოვმა ეს განცხადებები გაკეთა ტაშკენტში, სადაც შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერორიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციაში რუსეთთან ერთად გაერთიანებული არიან ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG