Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მედია ავრცელებს სავარაუდოდ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილის ვიდეოს


თურქეთის მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ აღბეჭდილია ახალ წელს სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. 45-წამიან "სელფიში" ჩანს მამაკაცი, რომელიც სტამბოლის ტაქსიმის მოედნის რაიონში დასეირნობს და საკუთარ თავს უღებს. ვიდეოკლიპი 2 იანვარს გადაიცა თურქეთის ტელევიზიით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის არის ის გადაღებული. ფირზე აღბეჭდილი მამაკაცი ემთხვევა ეჭვმიტანილის ფოტოს, რომელიც თურქეთის პოლიციამ 1 იანვარს გაავრცელა.

XS
SM
MD
LG