Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: "თალიბანი სამშვიდობო პროცესში უნდა ჩავაბათ"


თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული (ცენტრში) ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან (მარცხნივ) და პაკისტანის პრეზიდენტთ ასიფ ალი ზარდარისთან ერთად
თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული (ცენტრში) ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან (მარცხნივ) და პაკისტანის პრეზიდენტთ ასიფ ალი ზარდარისთან ერთად
სტამბოლში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო საგზაო რუკის შექმნას ავღანეთისათვის, მას შემდეგ, რაც ქვეყანას 2014 წლისათვის საერთაშორისო ძალები დატოვებენ. ერთდღიან შეხვედრას ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ესწრებიან. კარზაის თქმით, მის ქვეყანას ბევრი ორგანიზაციისა და სახელმწიფოს, განსაკუთრებით პაკისტანის დახმარება ესაჭიროება. „სამშვიდობო პროცესი ვერ მიაღწევს წარმატებას მანამ, სანამ პაკისტანში არსებული თალიბანის უმაღლესი ლიდერები არ შემოგვიერთდებიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პაკისტანელი ძმების დახმარებით მოვახერხებთ, რომ გადავუჭრათ თალიბანის ლიდერებს ავღანეთის გარედან დახმარების მიღების საშუალება და ჩავაბათ ისინი სამშვიდობო პროცესში,“ - განაცხადა ჰამიდ კარზაიმ. კონფერენციას ესწრებიან დაახლოებით 20 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, ირანის, ინდოეთისა და ცენტრალური აზიის დელეგაციები, გაეროსა და ნატოს წარმომადგენლები. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ „ავღანეთის აღორძინებას ჭეშმარიტი სოლიდარობა სჭირდება.“ მოელიან, რომ კონფერენციაზე მიღებული იქნება რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ახლი დეკლარაცია.
XS
SM
MD
LG