Accessibility links

logo-print

ისტორიოგრაფია არ არის დაცული სუბიექტივიზმისგან, ფაქტების გაყალბებისა თუ ცრუ შეფასებებისგან. საბჭოთა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ისტორია იწერებოდა სისტემასთან შეთანხმებით, მასების მაკონტროლებელი მექანიზმის ფარგლებში. საბჭოთა იდეოლოგიის დაკვეთით, ისტორიის სახელმძღვანელოების ასპარეზზე ჩნდებოდნენ, იკარგებოდნენ და იქმნებოდნენ პერსონაჟები. წაშლილ პერსონაჟებს ანაცვლებდნენ ისინი, ვინც ხელისუფლებას მეტად აძლევდა ხელს. ამასთანავე, ისტორიოგრაფია მუდამ განიცდიდა ნაკლებობას ჩვეულებრივი, „რიგითი“ ადამიანებისა, რომლებიც არ ეწერებოდნენ არც გმირის, არც ანტიგმირის კლიშეში.

სად შეიძლება მივაკვლიოთ ამ „რიგითი“ ადამიანების ბედის ამსახველ მასალებს დღეს? რამდენად აინტერესებს ისინი ისტორიას პოსტსაბჭოთა საქართველოში? როგორია წარსულის შეფასება თავისუფალ ქვეყანაში და რამდენად სურს უახლესი ისტორიის ანალიზი საბჭოთა სისტემის სიმბოლიკისგან დაცლილ სივრცეში მცხოვრებ საზოგადოებას? „წითელი ზონის“ ავტორი და წამყვანი გიორგი გვახარია ამ საკითხებზე ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს დავით კოპალიანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG