Accessibility links

იტალია არ თანხმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებას


იტალიის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო რუსეთისათვის სანქციების გაგრძელების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის პოლიტიკური, ბიზნესისა და ენერგეტიკული სფეროების წარმომადგენლებისათვის 2014 წელს დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებას.

როგორც ევროკავშირის წყარომ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომის პირობაა, 28-29 ივნისის სამიტზე სანქციების თაობაზე შეთანხმებას დაემატოს ვალდებულება, რომ ბრიუსელი 2016 წლის ბოლოს განიხილავს რუსეთის პოლიტიკას.

21 ივნისს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას. ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ლონდონი და პარიზი თავიანთ პარლამენტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG