Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან - რუსეთთან. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ექსპრემიერმა ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტაში, რასაც შემდეგ საომარი დაპირისპირებაც მოჰყვა. „თავისით ის ომიც არ მომხდარა და ამაში წვლილი საკუთარ ხელისუფლებას აქვს. რუსეთს თავისი წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენ თუ არ მივხედეთ, არავინ იფიქროთ, რომ ვიღაც მოფრინდება აქ და ყველაფერს გაგვიკეთებს. ეს გზა აუცილებელი გასაკეთებელია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია „ურთიერთობის დალაგებაში“ იგულისხმება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG