Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის კავშირი ოფშორულ კომპანიასთან


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული საიდუმლო ოფშორული კომპანიების მფლობელთა სიის სათავეშია და მის საკუთრებაშია ოფშორული კომპანია - Bosherston Overseas Corp-ი. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული ”გარდიანი” აქვეყნებს, რომელიც "გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის" (ICIJ) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებს ეყრდნობა. „გარდიანში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, რომლის წერილშიც ნათქვამია, რომ 2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, ზემოაღნიშნულ კომპანიაში არანაირ წილს არ ფლობდა.

15 თვის განმავლობაში 46 ქვეყნის 86 ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების პირთა, მათი ოჯახის წევრთა და მათთან ასოცირებულ ადამიანთა ბიზნესსაქმიანობას იკვლევდა და ადგენდა მათ კავშირს ოფშორულ ზონებში დარეგისტრიტებულ კომპანიებთან. სწორედ ვაშინგტონში დაფუძნებულმა "გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა" გამოავლინა ათასობით მესაკუთრის სია. ჟურნალისტების მიერ მოძიებული ცნობით, რომელსაც სტატიას უძღვნის გამოცემა ”გარდიანი”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის მფლობელად სახელდება. კომპანია დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და მას სახელად ჰქვია Bosherston Overseas Corp. მილიარდერი ბიზნესმენი, რომელიც 2012 წელს საქართველოს
2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული ეს განეცხადებინა დეკლარაციაში...
პრემიერ-მინისტრი გახდა, მოხსენიებულია 2006 წლიდან 2009 წლამდე ოფშორული კომპანიის დირექტორად. კომპანიის ადმინისტრირებას უძღვებოდა აგენტი პანამაში, კომპანია ისევ მოქმედია, ნათქვამია ”გარდიანის” 4 აპრილის სტატიაში.

„გარდიანის“ სტატიას საქართველოს მთავრობა წერილობით გამოეხმაურა. წერილში ვკითხულობთ:

"საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ, გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული ეს განეცხადებინა დეკლარაციაში. ხოლო რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ ამჟამინდელ აქტივებს, ეს ინფორმაცია, კანონის სრული დაცვით, გაცხადებული აქვს დეკლარაციაში".


ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია 27 დეკემბრიდან გახდა საჯარო, ის დაახლოებით 30 გვერდს მოიცავს და მასში მსგავსი კომპანიის შესახებ საუბარი არ არის.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ საქმიანობას ეწევა, დამნაშავეა არა იმით, რომ ის ხსნის ან ამუშავებს ამ ანგარიშს, არამედ იმით, თუ რა ფულით სარგებლობს ამ ანგარიშზე. ამიტომ თუ ვინმემ რამე მოიპარა, რომ მოიპარა, იქ უნდა დააკავონ და იქ უნდა დასაჯონ და არა იმის გამო, რომ ფული გადარიცხა სადმე ზონაში...

”ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ბიზნესმენის, საკუთრებაში შეიძლება მართლაც არსებობდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია. პაატა შეშელიძე ოფშორული ზონების არსს და მის პრიორიტეტულობასაც ხსნის და ამბობს, რომ ოფშორული ზონები არის სივრცე, სადაც ბიზნესმენებს ჭარბი გადასახადებისა და რეგულაციებისგან თავის დაღწევის საშუალება აქვთ. ბრიტანული ოფშორული ზონა სრულიად ლეგალური ზონაა, სხვა დანარჩენების მსგავსად, და მისით სარგებლობის შესაძლებლობა ყველა ბიზნესმენს აქვს. ბიზნესმენები, რომლებიც მისით სარგებლობენ, ახერხებენ ეს მომგებიანად გამოიყენონ, რადგან კომპანიის შემოსავლიდან გადასახადებს არ იხდიან სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებში, რაც სრულიად ზედმეტია, და მოგება რჩება კომპანიას. ამიტომ პაატა შეშელიძეს არ ესმის, რატომ შეიძლება ითვლებოდეს ოფშორულ ზონაში მოქმედება სამარცხვინოდ ან საეჭვოდ, მით უფრო, რომ იქ ყველა საქმიანობა გამჭვირვალეა და ადგილობრივი კანონმდებლობის ჩარჩოებშია მოქცეული:

”თვითონ ასეთი საქმიანობის წარმოება არის ძალიან ნორმალური, საღია და გონებრივ გამჭრიახობაზე მიუთითებს, იქიდან გამომდინარე, რომ ესმის ადამიანს, რომ ჯობია თავისი შემოსავლები თავისთვის დაიტოვოს და არ მიახარჯოს სხვას, და ცდილობს გამოსავალი იპოვოს, ამ შემთხვევაში ასეთ ოფშორულ ზონაში მუშაობის გზით. ეს ერთი, და მეორე: ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ საქმიანობას ეწევა, დამნაშავეა არა იმით, რომ ის ხსნის ან ამუშავებს ამ ანგარიშს, არამედ იმით, თუ რა ფულით სარგებლობს ამ ანგარიშზე. ამიტომ თუ ვინმემ რამე მოიპარა, რომ მოიპარა, იქ უნდა დააკავონ და იქ უნდა დასაჯონ და არა იმის გამო, რომ ფული გადარიცხა სადმე ზონაში”.

შესაბამისად, პაატა შეშელიძის სიტყვებით, თუ ვინმე ვარაუდობს, რომ ოფშორულ ზონებში შავი ფული თეთრდება, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ყველაფერი დემაგოგიაა. პრობლემა, მისი სიტყვებით, იქნებოდა მაშინ, თუ ბიძინა ივანიშვილი, როგორც თანამდებობის პირი, გაურკვეველ შემოსავლებს შეინახავდა ოფშორულ ზონებში არსებულ ანგარიშებზე. ამ აზრს იზიარებს ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე. მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესწარსულის გათვალისწინებით, ოფშორში კომპანიის ქონა გასაკვირი არ არის, თუ ეს კომპანია არალეგალურ საქმიანობას არ ეწეოდა:
ნინო ევგენიძე

ნინო ევგენიძე


”თუ იქ დარეგისტრირებული კომპანია რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას არ შეიცავდა, რომელიმე ქვეყნის ან, თუ გნებავთ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ არ ვიცი, და ისე, ბიზნესმენი იყო და მის წარსულ ისტორიას ხომ ვერსად გავექცევით”.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ოფშორულ კომპანიებს ეწინაამდეგება "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია", რომელთა წარმომადგენლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო მიწებს ბრიტანეთის იმიჯის შემლახავს უწოდებენ. ამასთან, ანტიკორუფციული კამპანიის წარმომადგენლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG