Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილის დაკავება – შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან


ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე, ქუთაისი

ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე, ქუთაისი

5,2 მილიონი ლარი დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის და 158 ათასი ლარი კვარიათში აგარაკისთვის – სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ ბრალდებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი 21 მაისს დააკავეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა მის მშობლიურ ქალაქში არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები დღევანდელი მთავრობის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი; ნაწილი ამ ფაქტს ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ნაბიჯად მიიჩნევს:

,,რაც მაგან გააკეთა ახალციხელებისთვის, არავის გაუკეთებია. რაბათის მერე არ შეიძლებოდა მისი დაკავება“.

,,განგებ უწყობენ, პარლამენტი უწყობს მაგას ამ საქმეს“.

,,უნდა დაისაჯოს. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ქართველ ერს მივცემდი მისი გასამართლების უფლებას“.

,,ვანო მერაბიშვილის დაჭერას დადებითად შევაფასებდი. მარტო ვანო და ჭიაბერაშვილი კი არა, მთელი „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი უნდა გასამართლდეს“.

ადამიანის დაკავება ხდება იმ შემთხვევაში, რომ არ დაემალოს მართლმსაჯულებას და ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. მისი მხრიდან დამალვის და გაქცევის მცდელობა არ ყოფილა...

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანე მერაბიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 334-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, თუმცა გამოძიების მსვლელობისას არ არის გამორიცხული მას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს. „ვანო მერაბიშვილის დაკავება ვინმესთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო“, აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან პროკურატურას მისი მისამართით ბევრი კითხვა ჰქონდა:

,,ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისათვის ესა თუ ის პირი უნდა დაისაჯოს. ათმაგად პასუხისმგებელია თანამდებობის პირი, რადგან ის საზოგადოების წინაშე არის ანგარიშვალდებული“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკითხვა საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროში მიმდინარეობდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის დაკავების საფუძველი არ არსებობდა, – მიაჩნია ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს. ვაჟა ჩიტაშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მას პასუხისმგებლობა თავიდან არ აეცილებინა:

,,ადამიანის დაკავება ხდება იმ შემთხვევაში, რომ არ დაემალოს მართლმსაჯულებას და ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. მისი მხრიდან დამალვის და გაქცევის მცდელობა არ ყოფილა“.
როგორც კი ვანო დაიჭირეს, სოციალურ ქსელებში გაჩნდა დიდი ფირმის მეპატრონეების განცხადება, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მათ აქვთ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის კადრები...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის დაკავების გამო პარტიამ მუშაობა საგანგებო რეჟიმში დაიწყო. ამ დრომდე არ კეთდება კომენტარები „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისში. ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს ნაჩქარევს უწოდებს პოლიტოლოგი ზურაბ ქუქჩიშვილი:

,,არც ერთი გამქცევი არსად არ იყო. არა მგონია, რომ სააკაშვილსაც არ მოჰკითხონ. ბრძანება ვინ გასცა 26 მაისს ან 7 ნოემბერს? – პრეზიდენტმა. როგორც კი ვანო დაიჭირეს, სოციალურ ქსელებში გაჩნდა დიდი ფირმის მეპატრონეების განცხადება, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მათ აქვთ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის კადრები. ისე, ივანიშვილსაც ნუ დავაბრალებთ. მოვიდა თუ არა ,,ქართული ოცნება“, მაშინვე თქვა, სამართლიანობას აღვადგენთო“.

ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ყოფილი პრემიერის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG