Accessibility links

საუდის არაბეთის განცხადებით, კიდევ 52 ადამიანი დაემატა ოფიციალურ მონაცემს, რომელიც ასახავს ორი დღის წინ, ჰაჯის რიტუალზე მომხდარი ჭყლეტის მსხვერპლთა რაოდენობას. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 769 ადამიანი, დაშავებულია 934.

24 სექტემბერს მომხდარ ჭყლეტას ჰაჯის რიტუალზე ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა 1990 წლის შემდეგ - როცა მსგავსმა შემთხვევამ იმსხვერპლა 1400-ზე მეტი ადამიანი. 24 სექტემბერს უფრო ადრე საუდის არაბეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ტრაგიკული ინციდენტი ადამიანთა კონტროლის მიღმა იყო.

„თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი მომხდარზეო“, უთხრა შეიხ აბდულ აზიზ ალ-შეიხმა პრინცს და შინაგან საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ბინ ნაეფს შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მინაში, სადაც ტრაგედია მოხდა. „იმ პროცესებისთვის, რომლებსაც ადამიანები ვერ გააკონტროლებენ, არ შეიძლება ბრალდება დაგეკისროთ. ბედისწერა გარდაუვალიაო“, აცხადებს შეიხი.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ ტრაგედიის გამოძიების ბრძანება გასცა. მეფე სალმანმა ასევე განაცხადა, რომ სამეფო გადახედავს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც ჰაჯის ყოველწლიურ რიტუალზეა დაწესებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG