Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

220-მდე გაიზარდა ეკვადორში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა


მიწისძვრის შედეგები ეკვადორში
მიწისძვრის შედეგები ეკვადორში

220-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ ამერიკაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრე 7,8 ბალს შეადგენდა.

ამის შესახებ 17 აპრილს განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ, რომელმაც შეწყვიტა ვიზიტი ვატიკანში და უშუალოდ ხელმძღვანელობს საგანგებო შტაბის მუშაობას. მიწისძვრის შედეგად ეკვადორში დაზიანდა 600-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით შენობა მთლიანად, ან ნაწილობრივ არის დანგრეული. 16 აპრილის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ გუიაკილში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG